სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №67 |
|
2017 წლის 15 ნოემბერი ქ. სენაკი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. სენაკი, ილია ჭავჭავაძის ქ. №103.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
ა) სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
გ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელების კოორდინაციას;
ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ვ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების მართვის კოორდინაციას;
ზ) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტული და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას;
თ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობის, მასობრივი სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;
ი) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;
კ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ლ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
მ) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბებას, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში;
ო) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას;
პ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვას და განხორციელების ხელშეწყობას;
ჟ) ახალგაზრდა სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერას და საქმიანობის ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში;
რ) სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებას, კანონით დადგენილი წესით;
ს) ახალგაზრდობის სოციალური პრობლემატიკის შესწავლას და ანალიზს;
ტ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
უ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.11.2017. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №67. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.108.016347.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.03.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №67, 15.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3850547/