შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14897-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აქე №2/14897-12

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 14 ნოემბერი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

ვალე − შპს „ნიუ ენერჯი“ (ს/კ 205026559)

კოტრების მმართველი − შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ“

ადგეი − ნოდარ პაპუკაშვილი (დირექტორი)

თხვნა − კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების საქმის წარმოება.

2017 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ნიუ ენერჯის“ გაკოტრების მმართველმა შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში,  ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 7 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. კრედიტორთა რეესტრის დაზუსტების მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების განხილვა.

1.2. აუქციონის ვადის შემცირებისა და სამეურვეო ზოგიერთი ქონების დაჩქარებული წესით გაყიდვის თაობაზე საკითხის განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                    თამარ ჭუნიაშვილი