1. მერიის სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო სამსახური;
გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;
ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;
თ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
ი) პირველადი სტრუქტურული ერთეული – არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახური.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი