1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, შესყიდვების, ადამიანური რესურსების მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაცია.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა,  მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების გატარება; ფიზიკური   პირისთვის   მაღალმთიან   დასახლებაში   მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების აღდგენის საკითხებზე მასალების მომზადება.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა და უფლებრივი ზონირება; დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება; დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება; დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება; გეგმარებითი დავალებების მომზადება; მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება; მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების პროექტების მომზადება; წინადადებების შემუშავება ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე; ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტორული ზედამხედველობის სამსახური ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული მშენებლობის კორდინაციას; მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციასა და სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე.

6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.

7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

8. პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის  კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

9. პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

10. მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებები.
თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეე