📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.11.2017
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.144.016300
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.03.2018 კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.11.2017 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 04.12.2017 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.01.2018 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 18.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №32 2017 წლის 16 ნოემბერი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის  დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18  ივლისის №26 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 21/07/2014, 001026000.35.144.016159). მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი დანართი №1 მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური 1. მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით,  განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება მერიის  დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობაზე ზედამხედველობას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვაზე ზედამხედველობას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვაზე ზედამხედველობას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას; ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.