ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2017 წლის 16 ნოემბერი ქ. ქარელი |
|
დანართი №1
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულება
1. მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობაზე ზედამხედველობას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვაზე ზედამხედველობას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვაზე ზედამხედველობას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას;
ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.11.2017. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010260000.35.144.016300.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.12.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №32, 16.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.144.016300 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3854479/