საქართველოს კანონის პროექტი - „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 17.11.2017
გამომცემი ორგანო პროექტის ავტორი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016433
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2017
matsne.gov.ge 2,664 სიტყვა · ~13 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება 83% 20.02.2018 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონი 81% 20.12.2019 საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 25.03.2021 ტექნიკური რეგლამენტის - ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 25.05.2017 „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 81% 13.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი - „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:43.0pt 51.0pt 27.0pt 51.0pt;} div.Section1 {page:Section1;} პროექტი საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1🔗. „ნავთობისა და           გაზის  შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „გ) ნავთობის გადამუშავება – უწყვეტი საწარმოო ციკლით ნედლი ნავთობის გადამუშავება ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, აგრეთვე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული:  გ.ა) ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით, ან  გ.ბ) ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის), გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას მიღებულისა, გადამუშავება მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით;“. მუხლი 2🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განმარტებითი ბარათი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა . ა ) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მომზადება დაკავშირებულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, რომლის თანახმად, ნამუშევარი ნავთობპროდუქტების, კერძოდ, ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყალი) და ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხის შემთხვევაში, საქონლის გადამუშავა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით და ისიც იმ პირობით, რომ მიღებული პროდუქცია გაიტანება საქართველოს ტერიტორიიდან. ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლით გათვალისწინებული „ნავთობის გადამუშავების“ ტერმინის განმარტებაში არ მოიცავს ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი) გადამუშავებას. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, ნავთობის გადამუშავება სალიცენზიო       საქმიანობას    წარმოადგენს და შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ. შესაბამისად, შემდგომი შეუსაბამობების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია სათანადო ცვლილება შევიდეს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონშიც;  ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინი „ნავთობის გადამუშავება“ მოიცავდეს ასევე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის ავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი) გადამუშავებას მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით;  ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  ცვლილება შედის „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტერმინის „ნავთობის გადამუშავების“ განმარტებას ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერმინი ასევე მოიცავს შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი) გადამუშავებ ას მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით. წყარო: ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება; ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ  ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ იცვლება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)         კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო       ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. იმ მუხლების მოქმედი რედაქცია , რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 1🔗. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნავთობი და გაზი – ნახშირწყალბადების ბუნებრივი ნაერთების კომპლექსი, რომელიც ნორმალური ატმოსფერული წნევისა და ტემპერატურის პირობებში შეიძლება იყოს აირად (ნავთობის თანმდევი ან ბუნებრივი გაზი), თხევად (ნავთობი და კონდენსატი ) ან მყარ (პარაფინი, ბიტუმი, გაზის ჰიდრატები) მდგომარეობაში; ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციები – ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები (მოპოვებული ნავთობისა და გაზის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და შენახვა); გ) წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციები – ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან, ნავთობისა და გაზის იმპორტი, ტრანზიტი, მაგისტრალური მილსადენითა და მობილური საშუალებებით ტრანსპორტირება, გადამუშავება, ნავთობპროდუქტების მიწოდება და ექსპორტ-იმპორტი; დ) ინვესტორი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იურიდიული პირები ან იურიდიული პირების ერთობლიობა (კონსორციუმი), რომლებიც მონაწილეობენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში და ამისათვის იყენებენ საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს; ე) სუბიექტი – საჯარო და კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირები; ვ) ფართობი – ხელშეკრულებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელზეც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების ექსკლუზიური უფლება; ზ) აფილირებული კომპანია: ზ.ა) იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა იურიდიული პირი (შემდგომ – პირი), რომელშიც იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა ; ზ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს პირის 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას , ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; თ) ნავთობისა და გაზის ბუდობი – წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობის ნავთობისა და გაზის ბუნებრივი თავმოყრა ; ი) ნავთობისა და გაზის საბადო – ნავთობისა და გაზის ბუდობების ერთობლიობა; კ) ნავთობისა და გაზის რესურსები – წიაღში არსებული ნავთობის, გაზისა და კონდენსატის რაოდენობა; ლ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა – გეოლოგიური, გეოფიზიკური , ბურღვითი და სხვა დამხმარე სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საბადოს სამრეწველო მნიშვნელობის წინასწარი შეფასება; მ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ძიება – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ტექნოლოგიური და სხვა სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება ბუდობის სტრუქტურის, ნავთობისა და გაზის მარაგების, ხარისხისა და მოპოვების პირობების განსაზღვრა; ნ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ათვისება – ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით განხორციელებული ტექნოლოგიური და საორგანიზაციო სამუშაოები, ნახშირწყალბადების წიაღიდან ამოღება, მათი შეგროვება, მომზადების ადგილამდე გადატანა და ნავთობისა და გაზის მომზადება; ო) მომზადება – მოპოვებული ნავთობისა და გაზის მინარევებისაგან გაწმენდა ; პ) ბონუსი – თანხა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით გადაეცემა სახელმწიფოს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, ან სამრეწველო მნიშვნელობის ნავთობის და გაზის მარაგების აღმოჩენისას, ანდა ნავთობისა და გაზის მოპოვების გარკვეული დონის მიღწევისას, ან სხვა შემთხვევებში; ჟ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ან/და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის რესურსების მოცულობისათვის (რაოდენობისათვის), რომლის ოდენობა 1 ტონა ნავთობისა და 1000 კუბური მეტრი გაზისათვის ლარებში შეიტანება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში და ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებაში; რ) ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობი და გაზი – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისათვის გაწეული ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების ხარჯების ჩათვლით. საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობა და კომპენსირების წესები და პროცედურა განისაზღვრება ხელშეკრულებით; ს) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობი და გაზი – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების მიზნით ინვესტორისათვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების უფლების მინიჭებამდე, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას, თუ ეს ხარჯები და დანახარჯები აღიარებულია ხელშეკრულებით ინვესტორის მიერ; ტ) საბაზისო ნავთობი და გაზი – სახელმწიფოსთვის გადასაცემი მოპოვებული ნავთობი და გაზი, რომლის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით და ითვალისწინებს : ტ.ა) ნავთობისა და გაზის ოდენობას, რომელიც მოიპოვებოდა ინვესტორისთვის გადაცემულ ფართობზე მისთვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლების მინიჭებამდე; ტ.ბ) საბადოს ( საბადოების) გამოფიტვის პროფილს; ტ.გ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ფაქტორს; უ) ნამატი ნავთობი და გაზი – საბაზისო ნავთობისა და გაზის გარდა მოპოვებული ნავთობი და გაზი; ფ) მოგების ნავთობი და გაზი – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ის ნაწილი, რომელიც რჩება მოპოვებული ნავთობისა და გაზის სრული ოდენობისაგან საბაზისო და საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის გამოკლების შემდეგ; ქ) ფორსმაჟორი – სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება ინვესტორის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება; ღ) საოპერაციო კომპანია – საქართველოში ჩამოყალიბებული იურიდიული პირი, რომელიც ინვესტორისათვის და ინვესტორის სახელით ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად; ყ) საქართველოს ტერიტორიული ზღვა – „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა); შ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა – საზღვაო რაიონი, რომლის სიგანეც 200 საზღვაო მილია და აითვლება იმ სწორი საწყისი ხაზებიდან, საიდანაც ხდება ტერიტორიული ზღვის ათვლა; ჩ) საქართველოს კონტინენტური შელფი – ზღვის ფსკერი და წყალქვეშა რაიონის წიაღი, კონტინენტის კიდის სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების ჩათვლით, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვრიდან სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების კონტინენტური შელფის გამიჯვნის საზღვრამდე; ც) საქართველოს კონტინენტური შელფის რესურსები – ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული და სხვა არაცოცხალი რესურსები; ძ) წიაღი – მიწის ზედაპირის ან წყალსატევების (შიდა წყლების, ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) და კონტინენტური შელფის ფსკერს ქვეშ არსებული ან ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომლის შესწავლა და გამოყენება შესაძლებელია თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით; წ) სამთო მინაკუთვნი – ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად ; ჭ) გეოლოგიური მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული წიაღის ნაწილი, რომელიც გამოიყენება შესაბამისად გეოლოგიური შესწავლის მიზნით. გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ხ) მიწის მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორია. მიწის მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ჯ) ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ; ჰ) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება. ინვესტორი იღებს ვალდებულებას თავისი რისკითა და ხარჯებით, ხელშეკრულების შესაბამისად, აწარმოოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ნავთობისა და გაზის აღმოჩენის და მოპოვების შემთხვევაში ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად; ა.ა) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორს ენიჭება განსაზღვრული დროის განმავლობაში ფართობზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების წარმოების უფლება; ა.ბ) არსებული ხელშეკრულება – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოს ან/და სახელმწიფოს სახელით ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და ინვესტორს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია; ა.გ) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას; ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი , რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას; ა.ე) ნავთობის ეროვნული კომპანია – საწარმო , რომლის წილის (აქციების) 50%- ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%- ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო და რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი; ა.ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული ხარჯები და დანახარჯები – ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული დანახარჯები და საექსპლუატაციო ხარჯები, რომელთა განსაზღვრის წესი და პროცედურა დგინდება ხელშეკრულებით; ა.ზ) სამუშაო პროგრამა და ბიუჯეტი – წლიური სამუშაო პროგრამა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი; ა.თ) ათვისების გეგმა – ნავთობისა და გაზის საბადოს ათვისების გეგმა; ა.ი) ემინენტ დომეინი – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის და მასზე არსებული კერძო საკუთრების დროებით ჩამორთმევა სათანადო ანაზღაურების გადახდით. ემინენტ დომეინი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად; ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი – მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილ ფართობზე განლაგებული შემკრები და ტექნოლოგიური მილსადენები; ა.ლ) მაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მილსადენი, რომელიც არ მიეკუთვნება არამაგისტრალურ მილსადენებს; ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. 2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული ტერმინებისა, ამ კანონის მიზნებისათვის ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნედლეული – ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი ბუნებრივ მდგომარეობაში, იმპორტირებული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის; ბ) საშუალებები – ყველა ტერმინალი, რეზერვუარი, საქაჩი და საკომპრესორო სადგური, ჩასატვირთი, მათ შორის, საზღვაო ჩასატვირთი მოწყობილობა, სააღრიცხვო სადგური , საკომუნიკაციო ხაზი და დანადგარი , აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სხვა სადგური თუ მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის; გ) ნავთობის გადამუშავება – უწყვეტი საწარმოო ციკლით ნედლი ნავთობის გადამუშავება ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, აგრეთვე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით; დ) გაზის დამუშავება – ბუნებრივი გაზის დამუშავება ნავთობგაზპროდუქტების მიღების მიზნით; ე) ტრანსპორტირების საქმიანობა (ტრანსპორტირება) – სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ფარგლებში ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გადაზიდვა : ნედლეულის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვების ან ათვისების პუნქტიდან ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე , ანდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის პუნქტიდან ან ქარხნიდან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, აგრეთვე შესაბამისი საშუალებების მშენებლობა და ექსპლუატაცია. ტრანსპორტირების საქმიანობა არ მოიცავს ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) საქმიანობას და „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს ; ვ) ნავთობპროდუქტები – ნახშირწყალბადების ნარევი, რომელიც ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღება; ზ) გაზპროდუქტები – მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიიღება ბუნებრივი გაზის დამუშავებით, მისართებისა და დანამატების დამატებით ან უამისოდ და აკმაყოფილებს ტექნიკურ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს; თ) ნავთობგაზპროდუქტები – ნავთობის პროდუქტები და გაზის პროდუქტები; ი) რეზერვუარი – მიწისზედა ან მიწისქვეშა ხელოვნური საცავი, ან განცალკევებული, ლითოლოგიური საზღვრებით შეზღუდული გეოლოგიური სტრუქტურა , რომელიც გამოიყენება ნედლეულის, თხევადი გაზის, ნავთობქიმიური პროდუქტების, ასევე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის საჭირო ნივთიერებათა მოსაგროვებლად და შესანახად ; კ) ბაზარი – ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების გასაღების ბაზარი; ლ) ქარხანა – ნავთობგადამამუშავებელი ან გაზის დამამუშავებელი ქარხანა; მ) ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – ნავთობის გადამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით; ნ) გაზის დამამუშავებელი ქარხანა – ბუნებრივი გაზის დამუშავებისათვის საჭირო ქარხანა მასთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა-დანადგარით; ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით); პ) ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება , ბუნებრივი გაზის დამუშავება , ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ; ჟ) საქმიანობის არსებული ლიცენზია – ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფოს მიერ გაცემული, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების სფეროში საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; რ) საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია; ს) განმცხადებელი – პირი, რომელიც სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით; ტ) სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა მილსადენი (შემკრები და არამაგისტრალური მილსადენების ჩათვლით) და ყველა სხვა საშუალება, რომელიც საჭიროა ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე ტრანსპორტირებისათვის. სატრანსპორტო საშუალება არ მოიცავს ნებისმიერ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) მილსადენს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ მიზნისათვის გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საშუალებას, ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით; უ) ტრანსპორტირების კომპანია – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქმიანობის ლიცენზიას (მილსადენის ექსპლუატაციის უფლებას), გაიღებს სახსრებს და ატარებს ეკონომიკურ რისკს იმ თანხის პროპორციულად, რომელიც ჩადებული აქვს ამ საქმიანობაში; ფ) გადამზიდავი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან განკარგავს ნედლეულს ან ნავთობგაზპროდუქტებს და რომელიც არ არის ტრანსპორტირების კომპანია ან/და რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება ტრანსპორტირების კომპანიასთან , რათა მან ასეთი პირის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდოს ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები; ქ) გადაზიდვის უკანასკნელი პუნქტი – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული პუნქტი, სადაც ნედლეულზე ან ნავთობგაზპროდუქტებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მომხმარებელს ან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიის მფლობელს, ან სადაც ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები კვეთს საქართველოს საზღვარს; ღ) საქმიანობის ფართობი – ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელზედაც ამ ლიცენზიის მფლობელს ეძლევა უფლება, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.