📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.11.2017
ძალის დაკარგვა 05.11.2019
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,143 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2017 მიღება
05.11.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №27 2017 წლის 20 ნოემბერი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბერის №31 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ, 29/09/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016130). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის ადმინისტრაციული სამსახური 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ და ადამიანური რესურსების მართვას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას;  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახურს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია – ადმინისტრაცია’’, შესაბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე და საიდენტიფიკაციო აღნიშვნით.  3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) მერიის სამუშაო  თათბირების  ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; ბ) სამსახურეობრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების  აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის. დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება; გ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;  დ) ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; ე) წინადადებების შემუშავება გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ვ) მერიის მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ზ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე; თ) მუნიციპალიტეტის მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფა;  ი) მუნიციპალიტეტის  მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება. მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება; კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სოფლის მეურნეობის დარგში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა; ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და საჯარო მოსამსახურეებისგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება; ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ) იურიდიული განყოფილება;             დ) მატერიალურ - ტექნიკური  უზრუნველყოფის განყოფილება; ე) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.  4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების იერარქიულად უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელემუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.  2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:  ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;  ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) განსაზღვრავს  სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;  ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;  ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;  ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;  თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.  3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.  მუხლი 5🔗. წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება 1. წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება აერთიანებს განყოფილების უფროსს, მერის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნულ წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს.  2. წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერისა  და სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;  ბ) მერისა  და სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) მერისა და სამსახურის უფროსის დავალებით ადმინისტრაციულ ერთეულებში სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას; დ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას და დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; ბ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;  გ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; დ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან  შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;  ე) მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას; ვ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;  ზ) მოსამსახურეთა  ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; თ) მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას;  ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. იურიდიული განყოფილება იურიდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) კონსულტაციის გაწევას მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთათვის მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. მუხლი 8🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; დ) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას;  ე) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ვ) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; ბ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების განსაზღვრას; გ) წინადადებების შემუშავებას სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით; დ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.