ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.11.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016386
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 22.10.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №61
2017 წლის 20 ნოემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/02/2016, 010260020.35.158.016283).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.
2. სამსახურის მისამართია: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ.№106.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
თავი II
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;
ბ) არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე;
გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა სამსახურებთან ერთად მონაწილეობის მიღება ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში;
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება;
ე) დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანების გაცემის და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება;
ვ) არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
ზ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
თ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზება;
ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში არსებული მდგომარეობის კონტროლი და ამისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ათვისება;
კ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ლ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
მ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის –
მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმებისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
ნ) გარე განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა;
ო) კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების განხილვა;
პ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) მშენებლობის ინდუსტრიალიზაციის დონის, წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფის, მასალებისა და კონსტრუქციების ახალი სახეობების დანერგვის ორგანიზება;
რ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირისგან ინფორმაციის მიღება;
ს) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, შესაბამისი ორგანოს სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევის უზრუნველყოფა;
ტ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;
უ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა;
ფ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) არქიტექტურის განყოფილება;
ბ) საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება;
გ) სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება.
მუხლი 5🔗. არქიტექტურის განყოფილება
არქიტექტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებაში, საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებასა და საპროექტო გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებას;
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადებების განხილვას; განცხადების დანართზე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის მომზადებას;მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას და დამტკიცებისათვის დასკვნის მომზადებას;
გ) I კლასის სანებართვოდ შემოსული დოკუმენტაციის განხილვას; I კლასის სანებართვო განცხადების დანართზე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის მომზადებას; I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის განხორციელების შესაძლებლობის წერილობით დადასტურებას;
დ) II, III და IV კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის შემოსული განაცხადების განხილვას; არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის შემოსული განცხადების დანართზე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის მომზადებას; არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემისათვის დასკვნისა და სამშენებლო სანებართვი მოწმობის მომზადებას;
ე) IV კლასის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში კანონის მოთხოვნისამებრ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ჩართულობას;
ვ) კანონის შესაბამისად V კლასის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილეობას;
ზ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
თ) გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის;
ი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;
კ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წერილობით მიმართვას;
ლ) განყოფილების საქმისწარმოების ორგანიზებას, დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვას;
მ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ო) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევას;
პ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და ანალიზს;
ჟ) განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვას, პასუხების მომზადებას;
რ) განყოფილების გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ს) განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოებას და მომზადებას;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 6🔗. საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება
საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზებას და მონიტორინგს;
ბ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სხვადასხვა ერთჯერადი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დეფექტური აქტების შედგენას;
გ) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო ობიექტების ადგილზე შესწავლას (საჭიროების შემთხვევაში არსებული კომუნიკაციების გამოკვლევას, ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების აზომვას და ფოტოფიქსაციას);
დ) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლის შემდგომ ბიუჯეტში ასახვისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას (საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრას);
ე) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზებას და გატარებას (იმ ორგანიზაციების განსაზღვრას, რომელთაგან მოსაპოვებელია ტექნიკური პირობები, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ობიექტების განხორციელებისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის);
ვ) საჭიროების მიხედვით სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ტექნიკური პირობების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადებას;
ზ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებას;
თ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების მომზადებას (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ);
ი) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში წერილის მომზადებას შემსრულებელი ორგანიზაციისათვის, ხარვეზებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მითითებით;
კ) საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემას;
ლ) საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით დამტკიცებისათვის დოკუმენტის მომზადებას (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით);
მ) მშენებლობის პროცესში საპროექტო ორგანიზაციასთან ურთიერთობას (ურთიერთშეთანხმების ოქმები და მიწერილობები);
ნ) აშენებული-რეაბილიტირებული-რეკონსტრუირებული ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღებას;
ო) 2013 წლის 7 თებერვლის საქართველოს მთავრობის №23 დადგენილების შესაბამისად, დოკუმენტაციის დამუშავებას და ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის შევსება-გაგზავნას;
პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების ფორმირებაში;
ჟ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადებას;
რ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატურ კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;
ს) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წერილობით მიმართვას;
ტ) განყოფილების საქმისწარმოების ორგანიზებას, დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვას;
უ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
ფ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ქ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევას;
ღ) სტატისტიკურ მონაცემების დამუშავებას და ანალიზს;
ყ) განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვას, პასუხების მომზადებას;
შ) განყოფილების გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ჩ) განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოებას და მომზადებას;
ც) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 7🔗. სამშენებლო მასალების მონიტორინგის განყოფილება
სამშენებლო მასალების მონიტორინგის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლას;
ბ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
გ) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება-მონიტორინგს;
დ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობის განხორციელებას, ხარვეზის გამოვლენას, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას;
ე) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გასატარებლად დოკუმენტაციის მომზადებას;
ვ) მშენებლობის პროცესში სამშენებლო ორგანიზაციასთან ურთიერთობას (ურთიერთშეთანხმების ოქმები და მიწერილობები);
ზ) სამსახურის მიერ განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიღება-ჩაბარების მომზადებას (მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, მიწოდების ვადებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ);
თ) საჭიროების შემთხვევაში მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპერტიზაზე გადაცემას;
ი) აშენებული-რეაბილიტირებული-რეკონსტრუირებული ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღებას;
კ) 2013 წლის 7 თებერვლის საქრთველოს მთავრობის №23 დადგენილების შესაბამისად, დოკუმენტაციის დამუშავება და ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის შევსება-გაგზავნაში მონაწილეობის მიღებას;
ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების ფორმირებაში;
მ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადებას;
ნ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატურ კოორდინაციას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;
ო) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წერილობით მიმართვას;
პ) განყოფილების საქმისწარმოების ორგანიზებას, დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვას;
ჟ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
რ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ს) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევას;
ტ) სტატისტიკურ მონაცემების დამუშავებას და ანალიზს;
უ) განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვას და პასუხების მომზადებას;
ფ) განყოფილების გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ქ) განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოებას და მომზადებას;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა
მუხლი 8🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 9🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
თ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ლ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.
მუხლი 10🔗. განყოფილების უფროსი
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას;
ვ) განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
კ) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის;
ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
თავი V
საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 11🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
მუხლი 12🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
მუხლი 13🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 14🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.