1. მერიის სამსახური შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას, ამზადებს მერის და, მისი დავალებით –
საკრებულოს სამართლებრივი ატების პროექტებს.
2. მერიის სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3.მერიის სამსახურის ფუნქციები განსაზღვრულია შესაბამისი სამსახურის დებულებით.
4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის  სამსახური;
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე)განათლების, კულტურისა და  სპორტის სამსახური;
ვ) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;
ზ) ეკონომიკის სამსახური;
თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
ი) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურ