1. მერიის საჯარო მოსამსახურეები არიან:
ა) მერიის მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – რომელსაც მერიაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
2. მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებები, შესაბამისი იერარქიული რანგების მიხედვით, განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით.
3. მერიის მოხელის თანამდებობებია:
ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი;
ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე: მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის განყოფილების უფროსი;
გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე:
გ.ა) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გ.ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გ.გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე:
დ.ა) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
დ.ბ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;
დ.გ) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
4. მერიის მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით მერიის შესაბამისი სამსახურის დებულებით, მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული სამუშაოს აღწერილობით.
5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება მერსა და დასაქმებულს შორის.
6. მერიის საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
7. მერიის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საკრებულ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.11.2025
მუხლი 13. მერიის საჯარო მოსამსახურეები
თავი IV — მერიის საჯარო მოსამსახურეები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. მერი
- მუხლი 8. მერის უფლებამოსილება
- მუხლი 9. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
- მუხლი 10. მერიის სტრუქტურა
- მუხლი 11. მერიის სამსახურები
- მუხლი 12. მერიის სამსახურის განყოფილებები
- მუხლი 14. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი)
- მუხლი 15. მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 16. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
- მუხლი 17. მერიის მოხელის ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
- მუხლი 18. მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №56, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016381 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3855792/muxli-13/