1. მერიის მოხელის თითოეული თანამდებობისთვის დგება სამუშაოს აღწერილობა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
2. მერიის მოხელის თანამდებობის სამუშაოს აღწერილობით განისაზღვრება თანამდებობის სახელწოდება, სამუშაოს მიზანი, ფუნქცია-მოვალეობები, პასუხისმგებლობის არეალი, სამუშაო პირობები, თანამდებობის იერარქიული მდებარეობა მერიის სტრუქტურაში, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ამ თანამდებობაზე დასანიშნი მოხელისთვის აუცილებელი კომპეტენციები, პროფესიული განათლება და უნარ-ჩვევები. სამუშაოს აღწერილობაში აისახება მოხელის თანამდებობისთვის დადგენილი სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
3. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისთვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №218 დადგენილებით.
4. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგება თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისთვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით და მისით განისაზღვრება ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, აგრეთვე დამატებით ცოდნა და უნარ-ჩვევები. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანხმდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან და მტკიცდება მერის ბრძანებით.
5. მერიის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისივე წარდგინებით ამტკიცებს მერ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.11.2025
მუხლი 18. მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თავი IV — მერიის საჯარო მოსამსახურეები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 19. მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მუხლი 19. მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მუხლი 18. მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მუხლი 19. მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მუხლი 18. მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მუხლი 25. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. მერიის სამსახურის განყოფილებები
- მუხლი 13. მერიის საჯარო მოსამსახურეები
- მუხლი 14. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი)
- მუხლი 15. მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 16. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
- მუხლი 17. მერიის მოხელის ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
- მუხლი 19. მოხელის თანამდებობაზე მიღება, მოხელის კარიერის მართვა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
- მუხლი 20. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
- მუხლი 21. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
- მუხლი 22. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 23. მერიის საქმისწარმოება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №56, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016381 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3855792/muxli-18/