1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.
2. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია –
6 თვე და ერთი წელი. მერიის სამსახურის და განყოფილების საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.
3. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა) მერიის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან
საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 კვირის ვადაში;
ბ) მერიის სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში;
გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 4 დღის ვადაში;
დ) მერიის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარედეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე, თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
4. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
5. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.11.2025
მუხლი 26. ანგარიშგება
თავი V — მერიის საქმიანობის ორგანიზება
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 კვირის ვადაში
- ვადა 2 კვირის ვადაში
- ვადა 4 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
- მუხლი 21. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
- მუხლი 22. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 23. მერიის საქმისწარმოება
- მუხლი 24. მერიის შინაგანაწესი
- მუხლი 25. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმები
- მუხლი 27. საქმიანობის შეფასება
- მუხლი 28. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
- მუხლი 29. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
- მუხლი 31. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
- მუხლი 32. სამართლებრივი აქტების გაფორმება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №56, 20.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016381 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3855792/muxli-26/