1. მერიის  სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის  და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის  მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის  წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ა.ა. მოქლაქეთა მომსახურებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ა.ბ. ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება; ა.გ. პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ბ.ა.) საფინანსო-საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილება;

ბ.ბ.) ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა განყოფილება;

ბ.გ.) შესყიდვების განყოფილება.

გ) ქონების  მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის,  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა  და  მშენებლობის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

გ.ა.) ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება; გ.ბ.) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება.

დ) შიდა აუდიტის სამსახური;

ე) ზედამხედველობის სამსახური;

ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ზ) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) იურიდიული სამსახური.

5. მერიის  სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

6. მერიის  ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე ბლანკიც, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება მერის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი