1. მერიის  ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის  პირველი მოადგილე;

გ) მერის  მოადგილე;

დ) მერიის  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. მერიის  თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის  ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

3. მერიის  ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით