1. მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა) მერიის  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის  საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) ლობისტური საქმიანობა;

ვ) დასახლების საერთო კრებების მოწვევასა და მის საქმიანობაში ხელშეწყობა.

2.  მერიის   საჯარო   ინფორმაციის   ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფაზე   პასუხისმგებელ პირს საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსით   განსაზღვრული   წესით   ნიშნავს  მერი.

3. მერიის  საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი".

თავი VIIIსამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და დასახლების საერთო კრე