⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.02.2019)
გაუქმებულია:

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.11.2017
ძალის დაკარგვა 01.02.2019
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016374
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,173 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2017 მიღება
01.02.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2017 წლის 20 ნოემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად,  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 14 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ, მუდმივ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. 3.  ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები 1.აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში; დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა; ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების  სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. 2.  აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას. თავი II. აპარატის სტრუქტურა მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს. მუხლი 5🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულები აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) სამდივნო განყოფილება; გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება. თავი III. აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები მუხლი 6🔗. საორგანიზაციო განყოფილება საორგანიზაციო განყოფილება: ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების ( ასეთის არსებობის შემთხვევაში),  საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების  სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, მიღებულ გადაწყვეტილებათა  რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას; ზ) ახორციელებს საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციის დამუშავებას, ანალიზს და მათზე  პასუხების მომზადებას; თ) ორგანიზებას უწევს  საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; ი) უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით,  მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარისა  და აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამდივნო განყოფილება სამდივნო განყოფილება: ა) უზრუნველყოფს  ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეების გაერთიანებას, რომლებიც ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს; ბ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით საკრებულოს საქმისწარმოების განხორციელებას; გ)უზრუნველყოფს აპარატის უფროსისათვის წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას საქმისწარმოების პროცედურებთან, დოკუმენტირების სტანდარტებთან  და დოკუმენტბრუნვის წესებთან დაკავშირებით; დ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ე) უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას,  საკრებულოს სხდომის ოქმების შედგენასა და  მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას; ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) ახორციელებს საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციის   დამუშავებას, ანალიზს და მათზე  პასუხების მომზადებას; თ) უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 8🔗. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ა) ახორციელებს  საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების შექმნასა  და შენახვას,  ამზადებს  ადამიანური  რესურსების მართვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; ბ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა – მონაცემთა ატვირთვა და განახლება საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პროფესიულ მოხელეთა შესახებ; გ) ახორციელებს საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციის დამუშავებას, ანალიზს და მათზე  პასუხების მომზადებას. თავი  IV.  აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 9🔗. აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ)საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს დასამტკიცებლად; ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3.  აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. მუხლი 10🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს,  შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ზ) უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის  წინაშე. 4. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.                                                                                  თავი V                                             აპარატის  პროფესიული საჯარო მოსამსახურეები მუხლი 11🔗. აპარატის  პროფესიული საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗. აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.