1. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევებში.
2. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის;, ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს.
3. მერის პირველი მოადგილე ასევე ხელმძღვანელობს ყველა იმ საკითხს, რომელიც არ მიეკუთვნება მერის მოადგილის კომპეტენციას.
4. მერის პირველი მოადგილე თავისი კომპეტენციის სფეროში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას;
5. მერის პირველი მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუკი კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან.
6. მერის პირველი მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს მერის ბრძანები