1. მერის მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს.
2. მერის მოადგილე თავისი კომპეტენციის სფეროში ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას.
3. მერის მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, თუკი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პირდაპირ გამომდინარეობს მერიის დებულებით ან სხვა ნორმატიული აქტით განსაზღვრული მისი კომპეტენციის სფეროდან.
4. მერის მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სხვა საკითხებზეც, თუკი ამ საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა დელეგირებული აქვს მერის ბრძანები