1. მერიის სტრუქტურული ერთეულია მერიის სამსახური.
2. მერიის სამსახური მისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.
3. მერიის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
4. მერიის სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები - სამსახურის განყოფილებები.
5. სამსახურის შიდა სტრუქტურული მოწყობის საკითხი განისაზღვრება ამ სამსახურის დებულებითა და საშტატო ნუსხით