მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2017
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016253
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.09.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2017 წლის 22 ნოემბერი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016128).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. შესყიდვების სამსახური
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური (შემდგომში სამსახური) არის მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული და მისი შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტეის ტერიტორიაზე სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას და მის შესრულებაზე კონტროლს.
2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, წინამდებარე დებულებისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. სამასახურის საშტატო ერთეული და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
მუხლი 2🔗.სამსახურის სტრუქტურა
1.სამსახური შდგება სამსახურის უფროსის, შესყიდვების დაგეგმვის განყოფილებისა და სპეციალისტისაგან;
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოს აღწერილობით. სამსახურის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეთა უფლებამოვალეობები, წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, მერიის შინაგანაწესით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
2. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; უზრუნველყოფს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
ვ) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ზ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმის ფორმას; ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას.
მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსი სარგებლობს II რანგის საჯარო მოხელის სტატუსით. განყოფილების უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განყოფილების უფროსის საქმიანობის აღწერილობა:
ა) განყოფილების საქმიანობის წარმართვა;
ბ) დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ)განყოფილების სამუშაო გეგმის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) განყოფილების მოხელეებს შორის დავალებების განაწილება, სამუშაო გეგმების მიხედვით დავალებათა შესრულების კონტროლის განხორციელება, სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ე) განყოფილების მოხელეთა მიერ გაწეული მუშაობისა და მათ მიერ მომზადებული ანგარიშების მიღება და შეფასება;
ვ) სამსახურის უფროსისადმი ანგარიშების მომზადება და წარდგენა ;
ზ) მოხელეთა მიერ შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლი და შრომის დისციპლინის ამაღლების უზრუნველყოფა;
თ) წინადადებებისა და შუამდგომლობის აღძვრა განყოფილების მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ი) განყოფილების საქმის წარმოების უზრუნველყოფა.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისადმი.
მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო მოცულობებიდან და პროგრამიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სტრატეგიისა და გეგმების მომზადებასა და მერისთვის მათი წარდგენას.
ბ) სატენდერო საქმის წარმოების წარმართვას;
გ) შესყიდვების ცალკეული გარიგების წინაპირობების მომზადებას;
დ) განხორციელების პროცესში ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგისა და მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 6🔗. სამსახურის დებულების ცვლილება
1. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მერიის დებულებისათვის განსაზღვრული წესის მიხედვით.
2. ეს დებულება ძალაში შედის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შდეგების ოფიციალურად ძალაში შესვლის დღიდან.