„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.09.2006 ძალადაკარგული 11.04.2012
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.39.036.009.246
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 128, 18/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

                                                                          სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

                                                                                  110.060.000.39.036.009.246

 

  საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება 13

2006 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის მე -6 პუნქტის ,,ო “ და ,,ს “ ქვეპუნქტების შესაბამისად , ვბრძანებ :

1. დამტკიცდეს სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანდართული დებულება .

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

                                                                                    ზ. ადეიშვილი

 

                                                                                                  დანართი

 

სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა (შემდგომში – საოლქო პროკურატურა ) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო , რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით , საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით , ამ დებულებით , საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი ) სამართლებრივი აქტებით .

2. საოლქო პროკურატურის იურიდიული მისამართია : 2100, ქ . ზუგდიდი , სპ . კედიას ქ . № 5.

3. საოლქო პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი .

4. საოლქო პროკურატურას აქვს საკუთარი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დასახელებით .

მუხლი 2. საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია :

ა ) კანონის უზენაესობა ;

ბ ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა ;

გ ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა ;

დ ) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება ;

ე ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი .

    მუხლი 3. საოლქო პროკურატურის საქმიანობის სფერო

საოლქო პროკურატურა გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით :

ა ) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას ;

ბ ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ;

გ ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას ;

დ ) ზედამხედველობს ოპერატიულ -სამძებრო ორგა -ნოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ;

ე ) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების , წინასწარი პატიმრობის , თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში , რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს ;

ვ ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას ;

ზ ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას ;

თ ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში ;

ი ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე -ბულ სხვა უფლებამოსილებებს .

 

    მუხლი 4. საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობა

1. საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობს სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი (შემდგომში _ საოლქო პროკურორი ), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი .

2. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით ინიშნება პირი , რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ , გამომძიებლად , ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება . განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთე -ბული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე ,

3. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით .

4. საოლქო პროკურორი :

ა ) ახორციელებს საოლქო პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ;

ბ ) ანაწილებს მოვალეობებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა შორის ;

გ ) აკონტროლებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას ;

დ ) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს საოლქო პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;

ე ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის , სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ;

ვ ) აუქმებს წინასწარი გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს , გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს ;

ზ ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ , აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე ;

თ ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების , დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე ;

ი ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში , პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას ;

კ ) ამოწმებს ქვემდგომი (საოლქო და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურა -ტურების ) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვე -ტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს , შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე ;

ლ ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების , მითითებების , დავალებების , საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის გადაწ -ყვეტილებების შესრულებას ;

მ ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს , რომლებზეც ისმენს წინასწარი გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით , ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე , იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად ;

ნ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს , რომელთა შესრულება სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის ;

ო ) ასრულებს გენერალური პროკურორის ცალ -კეულ დავალებებს , აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს .

5. საოლქო პროკურორს ჰყავს მოადგილე , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი .

6. საოლქო პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება პირი , რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ , გამომძიებლად , ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკ -ლებ 3 წლის გამოცდილება . განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე .

7. საოლქო პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საოლქო პროკურორის მოადგილე .

 

    მუხლი 5. საოლქო პროკურატურის სტრუქტურა

1. საოლქო პროკურატურა შედგება საოლქო პროკუ -რატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან , რომელთა ამოცანები , ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზ -ღვრება ამ დებულებით .

2. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია :

ა ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილება ;

ბ ) საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება );

გ ) კანცელარია .

 

    მუხლი 6. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილების ამოცანებია :

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ; აღნიშნული ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამ -ხედველობა და მათ მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა .

2. საგამოძიებო ნაწილის ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება .

3. კანცელარიის ამოცანებია :

საოლქო პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება ; საოლქო პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან , ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების , აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი .

 

    მუხლი 7 განყოფილების უფროსი

1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც , დადგენილი წესით , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი .

2. განყოფილების უფროსი :

ა ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ;

ბ ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის , უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას , ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე ;

გ ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების , დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე , უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში , აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას ;

დ ) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს , მასალებსა და სხვა დოკუმენტებს ;

ე ) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს ;

ვ ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს , რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარი -შებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ;

ზ ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს , განცხადებებსა და საჩივრებს , აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას ;

თ ) საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით , უზრუნველყოფს პირველი და სააპელა -ციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას ;

ი ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ;

კ ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებო -ბის პირთა ცალკეულ დავალებებს ;

ლ ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ “ საქ -ართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე -ბულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია საოლქო პროკურორისა და საოლქო პროკურორის მოადგილის წინაშე .

   

მუხლი 8. საოლქო პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი

1. საოლქო პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან :

ა ) უფროსი პროკურორები ;

ბ ) პროკურორები ;

გ ) უფროსი გამომძიებლები ;

დ ) კანცელარიის უფროსი ;

ე ) სპეციალისტი .

2. საოლქო პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება საოლქო პროკურატურის საშტატო განრიგით , რომელსაც ამტკიცებს გენერალური პრო -კურორი .

3 უფროსი პროკურორები და პროკურორები :

ა ) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას ;

ბ ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში ;

გ ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე , უშუალოდ მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში , აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საოლქო პროკურორის , მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას ;

დ ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას ;

ე ) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალის -წინებულ სხვა უფლებამოსილებებს .

4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვა -ლისწინებულ საპროცესო მოქმედებებს .

5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას , ახორციელებს ღონისძიებებს სა -ქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით .

6. სპეციალისტი უზრუნველყოფს საოლქო პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას , ახდენს შემოსული და გასული დოკუმენ -ტების , ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას , ასრულებს საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავა -ლებებს .

 

    მუხლი 9. დასკვნითი დებულება

სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დებულების გაუქმება , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით .