ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2017 წლის 22 ნოემბერი ქ. ლაგოდეხი |
ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №27 დადგენილება. (www.matsne.gov.ge 28/07/2014, 010250020.35.167.016139).
|
მუხლი 1. მერიის იურიდიული სამსახური
1. მერიის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-18 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში;
გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ზ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;
თ) ორგანიზებას უწევს მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების გამართვას;
ი)მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;
კ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ლ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.11.2017. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.167.016323.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.12.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №32, 22.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016323 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3862328/