„შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №503 |
|
2017 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტარიფი შემდეგი მოცულობით:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტისათვის – 160 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
გ) ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის – 50 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;
დ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტისათვის – 10 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.“.
2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე, შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003290 სახაზინო კოდზე, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003293 სახაზინო კოდზე, ხოლო შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003294 სახაზინო კოდზე და შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.“.
|