შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.02.2012 ძალადაკარგული 27.09.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
300230000.10.003.016714
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 41

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2261 მუხლის შე­სა­ბა­მისად:

1. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლი­თონების ნარჩენის ექსპორტისათვის განისაზღვროს მომსახურების ტა­­რიფი შემდეგი მოცულობით:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლი­თონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლი­თონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტისათვის – 160 ლა­რის ოდენობით 1 ტონაზე;

ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლა­რის ოდენობით 1 ტონაზე;

გ) ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორ­ტი­სა­თვის – 50 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.

2. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლი­თონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლი­თონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მე­ო­რადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუ­შავები­სა­თვის და რომელიც წარმოიშვება ლითონის წარმოების ან მექანიკური და­მუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გა­მო­უსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შე­იქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმი­უ­რი დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.

შენიშვნა: ამ პუნქტით წარმოდგენილი შავი ან/და ფერადი ლი­თო­ნე­ბის ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლი­თო­ნის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შე­ნადნობის გარდა) განმარტება არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზო­­დებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნა­ხე­ვარ­ ფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირდება საგარეო-ეკონომიკური სა­­ქ­მიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7102, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვე­­სუბპოზიციაში.

3. შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღა­ლი (20% და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი.

4. ფერადი ლითონის დაუმუშავებელ შენადნობად მიიჩნევა ფე­რა­დი ლითონი ან/და ფერადი ლითონების შენადნობი წარმოდგენილი შო­თე­ბის, ზოდების, ლუგვების, ბრიკეტების ან სხვა პირველად ფორმებში.

5. მომსახურების ტარიფის გადახდის გარეშე დაუშვებელია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, ან შავი ან/და ფერადი ლითონების ნარ­ჩენის ექსპორტის განხორციელება.

6. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლი­თონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლი­თონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტის მომსა­ხუ­რე­ბის ტარიფის გადახდა ხორციელდება 302003289 სახაზინო კოდზე, შა­ვი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის გა­დახდა ხორციელდება 302003290 სახაზინო კოდზე, ხოლო ფერადი ლი­თო­ნების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტის მომსახურების ტა­რი­ფის გადახდა ხორციელდება 302003293 სახაზინო კოდზე და შესაბამისი მომ­სახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საგადასახადო ორ­განოს წარედგინება ექსპორტის დეკლარაციასთან ერთად.

7. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლი­თონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ადმინის­ტ­რი­რე­ბას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსა­ვ­ლების სამსახური.

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგუ­ლ­ად გამოცხადდეს „შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურებ ის ტარ­ი­ფის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №440 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 თებერვ­ლი­დან.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაურ ი