2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 04.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №264
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016764
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 365 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2017 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
01.01.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №264 2017 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი 2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. 2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს:      ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები − რაოდენობა 25 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით; ბ) „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით; გ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 7 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით; დ) „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 2 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით; ე) „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 20 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 300 ლარით; ვ) „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 15 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით; ზ) „საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 10 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით; თ) „აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით; ი) „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ − რაოდენობა 1 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით; კ) „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) − რაოდენობა 8 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარით; ლ) „იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 80 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 200 ლარით; მ) „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი