2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (4)
- 2017 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლ 24.11.2016
- 2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის ი 04.12.2017
- 2019 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის ი 21.01.2019
- 2020 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის ი 07.02.2020
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №661 |
|
2020 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები − რაოდენობა 20 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 4 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 1 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 20 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 70 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 10 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ციფრული მმართველობის სააგენტო“ − რაოდენობა 15 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარი; კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 150 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 26 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი; ნ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი − რაოდენობა 20 ერთეული, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარი.
|
2.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით.
|
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „2017 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 ნოემბრის №202 ბრძანება; ბ) „2018 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის №264 ბრძანება; გ) „2019 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 19 იანვრის №375 ბრძანება; დ) „2020 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 7 თებერვლის №498 ბრძანება.
|
4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.12.2021.
- როდის იქნა მიღებული „2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 25.11.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №661. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.027.017155.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.12.2021-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 4 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №661, 25.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017155 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5033200/