1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა.

2. სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.

3. პირველი რანგისათვის (მაღალი მმართველობითი დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

4. მეორე რანგისათვის (საშუალო მმართველობითი დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სპეციალობით ან შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

5. მესამე რანგისათვის (უფროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

5. მეოთხე რანგისათვის (უმცროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნაა:

ა) სრული ზოგადი განათლება (მეოთხე რანგისათვის სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება).

6. მერიის მოხელაეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს მერი საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით.

7. მერიის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისივე წარდგინებით ამტკიცებს მერი.

თავი VI

მოხელის თანამდებობაზე მიღება, მოხელის კარიერის მართვა, მოხელის უფლებები, გარანტიები და მოვალეობე