1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.

3.  მერის პირველი   მოადგილის,   მოადგილეებისა   და   სტრუქტურული  ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა  აღწერილობებს  განსაზღვრავს  და ამტკიცებს,  მერი, ხოლო მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს მერი.

4. სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები დგინდება პროფესიული საჯარო მოხელის თითოეული იერარქიული რანგისათვის და მისი მიზანია აუცილებელი სათანადო ცოდნის დონის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების განსაზღვრა.

5. სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება  საქართველოს  მთავრობის  დადგენილებით,  ხოლო დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს მერი, ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.

თავი V. მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავ