1.  მერის წარმომადგენელი  არის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  საჯარო  მოხელე,  რომელსაც  „საჯარო   სამსახურის   შესახებ“  საქართველოს   კანონის   შესაბამისად   თანამდებობაზე   ნიშნავს   და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს    მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4.  მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუნდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს  მოქალაქეობის შესახებ“  30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყვარლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს აწვდის ინფორმაციას დაბადების რეგისტრაციის არსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო  ცნობის  გაცემის  უფლებამოსილების  მქონე  პირის  დახმარების  გარეშე  ბავშვის  დაბადების თაობაზე შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.“;

ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  სახელმწიფო  სერვისების  განვითარების  სააგენტოს  ყვარლის სამოქალაქო  რეესტრის  სამსახურს    აწვდის ინფორმაციას პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

თ) მერის  წარუდგენს  წინადადებებს  ადმინისტრაციული  ერთეულის  ტერიტორიის  ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ი) მერის დავალებით  ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

კ) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ვ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო    აქტების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   23-ე,   71-ე   და   72-ე   მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

5. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. კერძოდ, დაამოწმოს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანებით დამტკიცებული ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა; ასევე  პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე  ფაქტობრივი  ცხოვრების  ფაქტის დადასტურების  შესახებ ცნობა, გარდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“  ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების