1. ადმინისტრაციული  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული  ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის  ხელის  შეწყობა,  მუნიციპალიტეტის  მერის მიერ გაწეული მუშაობის  შესახებ კანონით გათვალისწინებული  ანგარიშების მომზადება და ყვარლის მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე გამოქვეყნება, მერიის საქმის წარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, მერიის  საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, ყვარლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

2. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებისა  და მერიის  სამსახურების  საქმიანობის  სამართლებრივ  მომსახურება, საჯარო  ინფორმაციის  რეესტრის წარმოება,  საჯარო  ინფორმაციის  პროაქტიული  წესით  გამოქვეყნება,  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

3. შიდა  აუდიტის  სამსახურის  ძირითადი  ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების    მართვის  გაუმჯობესების,    სახსრების,    სხვა   მატერიალური    ფასეულობების    ხარჯვისა   და გამოყენების  კანონიერების,  მიზნობრიობის  დაცვისა  და  ეფექტიანობის  გაზრდის  ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული  სტრუქტურის,  მეთოდების   და  პროცედურების ანალიზი  დაწესებულების   მიერ  თავის მიზნების   მიღწევისა   და   საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად  და  პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

4. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების,  წარმოებული  სამშენებლო  ნაგებობების  კონსტრუქციების  საპროექტო  და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; გარე რეკლამის განთავსებაზე,  საზოგადოებრივი  ადგილებით  სარგებლობის  შეზღუდვის  წესებზე,  გარე ვაჭრობაზე; მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე; მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.

5. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში  მუნიციპალიტეტისათვის  დელეგირებული  უფლებამოსილების  განხორციელების უზრუნველყოფა.

6. განათლების,  კულტურის,  სპორტისა  და ახალგაზრდულ  საკითხთა  სამსახურის  ძირითადი  ფუნქციებია: განათლების,  კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

7. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი,    მიზანშეწონილი    და   ეფექტიანი   გამოყენებისა და ბიუჯეტის  შესრულების  შესახებ  ანგარიშგების  უზრუნველყოფა,  საბუღალტრო, აგრეთვე  მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება;

8. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სასმსახურის ფუნქციებია:ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება;  სოციალურად  დაუცველი  კონტინგენტის  ერთიანი  კომპიუტერული  ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება და მისი შესრულება, თვითმმართველი ერთეულის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული  ვეტერანებისა  და იძულებით  გადაადგილებული  (დევნილი) პირების  აღრიცხვა,  სოციალური  დახმარების  პროგრამაში  მათი ინტერესების  გათვალისწინება  და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია;

9. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების  მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  საწარმოთა  წილების,  აქციების,  ფასიანი  ქაღალდების აღრიცხვა,  ინვენტარიზაცია, მუნიციპალური  ქონების  მონაცემთა  ბაზის  შექმნა  და განახლება,ტურიზმის  სფეროში  პრიორიტეტებისა  და სტრატეგიის  შემუშავება,  პროგრამებისა  და პროექტების  შესახებ წინადადებების  მომზადება;ფონდებთან  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.

10. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის   სივრცითი  ტერიტორიული  დაგეგმვისა  და  ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებ