1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების  შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2.   სამსახური   საქმიანობას   წარმართავს   მოქმედი   კანონმდებლობის,    ამ   დებულებისა    და   სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ა.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;

ა.ბ)  მეორადი  სტრუქტურული  ერთეული  –  ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება;

ა.გ) მეორადი სტრუქტურული ერთეული –
შესყიდვების განყოფილება;

ა.დ) მეორადი სტრუქტურული ერთეული –
მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება;

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური;

გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური;

დ) პირველადი  სტრუქტურული  ერთეული  –  ზედამხედველობის სამსახური;

ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება:

ვ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

თ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ი) პირველადი სტრუქტურული ერთეული –
ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ი.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული –
ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება;

ი.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული –
საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და  ტურიზმის განყოფილება;

კ) პირველადი სტრუქტურული ერთეული –
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური;

5. მერიის  სტრუქტურული  ერთეულების  სტრუქტურა  და უფლებამოსილებები  განისაზღვრება  შესაბამისი დებულებებით,  რომელთა  პროექტებს  შეიმუშავებს  მერი  და წარუდგენს  მათ  საკრებულოს  თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი