1. მერიის საჯარო მოხელის  უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება  „საჯარო  სამსახურის შესახებ“  კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. მერიის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ)   საკუთარი კომპეტენციის  ფარგლებში იმოქმედოს  დამოუკიდებლად, საკუთარი   პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ)  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში, განავითაროს საკუთარი პროფესიული  შესაძლებლობები  მერიის  მიერ შეთავაზებული  მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობით ან/და თავად განსაზღვროს პროფესიული განვითარებისათვის აუციებელი სასწავლო  პროგრამის  საჭიროება  და მერიასთან  შეთანხმებით  მოითხოვოს  შესაბამისი  შვებულება  კანონით დადგენილი წესით.

ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს დასვენების დროით;

თ) მოითხოვოს ობიექტური შეფასება;

ი)   მიღებული    დავალების    კანონიერებასთან    დაკავშირებით    წარმოშობილი   ეჭვის   თაობაზე    აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

კ)  უარი  თქვას  ისეთი  დავალების  შესრულებაზე,  რომელიც  არ  შეესაბამება  მის სამუშაოთა  აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 24-სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;

ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. მერიის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; სხვა მოვალეობებ