1. მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და  28-ე  მუხლებით  დადგენილი  და  შესაბამისი  თანამდებობისათვის  დაწესებული  დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის წესით;

ბ) უკონკურსოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. გადაწყვეტილებას მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ, იღებს მერი.

4.  მოხელის  ვაკანტური  თანამდებობის  დასაკავებლად  კონკურსი  ცხადდება  ბიუროს  ადმინისტრირებული ვებგვერდის (hr.gov.ge) მეშვეობით.

5.  კონკურსის   ჩატარების   წესი   და  პირობები,   ასევე  საკონკურსო   საკონკურსო   კომისიის საქმიანობის დეტალური წესი განისაზღვრება  „საჯარო  სამსახურში  კონკურსის  ჩატარების  წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ სამართლებრივო აქტი (ბრძანება) გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ, მერისათვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.

7. მოხელის სტატუსის არმქონე პირის დანიშვნის შემთხვევაში გამოიყენება 12-თვიანი გამოსაცდელი ვად