1. მერიის ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია  დროებით  დაეკისროს  ის ფუნქციები,  რომელთა  შესრულება  არ განეკუთვნება  მის მოვალეობებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

2. მოხელეს, მერის ბრძანების შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს დამატებითი ფუნქციების შესრულება ან/და სხვა ფუნქციების შესრულება და ძირითადი ფუნქციებიდან გათავისუფლება, კერძოდ:

ა) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის არც ერთი მოადგილე არ არის ადგილზე – მერიის იმ სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც არმყოფ მოადგილესთან ფუნქციურად არის დაქვემდებარებული;

ბ)  სამსახურის ხელმძღვანელის   არყოფნის  შემთხვევაში  –  სამსახურის  ერთ-ერთ  განყოფილების  უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთ მოხელეს, სპეციალისტს ადმინისტრაციულ ერთეულშ