1. მერიის ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთნება მის მოვალეობებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

2.  მოხელეს, მერის ბრძანების შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს დამატებითი ფუნქციების შესრულება ან/და სხვა ფუნქციების შესრულება და გათავისუფლდეს ძირითადი ფუნქციების შესრლებისაგან, კერძოდ:

ა) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის არ ყოფნის შემთხვევაში-მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის არცერთი მოადგილე არ არის ადგილზე - მერიის იმ სამსახურის უფროსს, რომელიც არმყოფ მოადგილესთან ფუნქციურად არის დაქვემდებარებული;

ბ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში- სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში-სამსახურის ერთ ერთ მოხელეს;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში-ერთ-ერთ მოხელეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებშ