1. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერის საჯარო ანგარიშების განხილვას.
3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულა, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითთმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნე