1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და მათ წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე უპასუხოს ანგარიშის განხილვისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებ