1. საკრებულოს წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, შეადგინოს, გამოაქვეყნოს და ამომრჩევლებს წარუდგინოს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.

2. საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის შედგენა და გამოქვეყნება ხორციელდება საკრებულოს შესაბამისი განკარგულებით დამტკიცებული ყოველწლიური ანგარიშის ფორმით.

3. საკრებულოს წევრის მიერ ინდივიდუალურად, წერილობითი ფორმით, შევსებული და ხელმოწერით დადასტურებული, ყოველწლიური
ანგარიშის ფორმა, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად ბარდება საკრებულოს აპარატში, საანგარიშგებო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

4. საკრებულოს წევრის მუშაობის ყოველწლიური ანგარიში, საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, პროაქტიულად ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ.

5. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის დღე, ადგილი და საათი, რეგლამენტით დადგენილი წესით, ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ, ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

6. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ტარდება საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საჯარო დაწესებულების (მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობა, სკოლა, კულტურის სახლი და სხვ.) ოთახში/დარბაზში ან სოფლის თავშეყრის ადგილებზე ღია ცის ქვეშ.

7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად დაესწრონ საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშის მოსმენას. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს საშუალება ეძლევათ გამოთქვან თავისი შენიშვნები, რეკომენდაციები, წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობა.

8. საკრებულოს წევრის ყოველწლიური ანგარიში საკრებულოს მიერ მიიღება კენჭისყრის გარეშე, ცნობის სახით, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმში შესაბამისი ჩანაწერი