1. საკრებულოს წევრი ვალდებულია, მოაწყოს ამომრჩევლებთან გასვლითი საჯარო შეხვედრები თვეში ერთხელ მაინც.

2. საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან გასვლითი საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მერის წარმომადგენლის ოთახში, სხვა საჯარო დაწესებულების ოთახში/დარბაზში ან სოფლის ცალკეულ უბნებში, მოსახლეობის თავშეყრის ადგილებზე ღია ცის ქვეშ.

3. საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან გასვლითი საჯარო შეხვედრის გრაფიკი (დღე, ადგილი და საათი) აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ქვეყნდება იმ ადმინისტრაციულ ერთეულში სადაც იგეგმება შეხვედრა შეხვედრის დღემდე 3 დღით ადრე მაინც.

4. ამომრჩევლებთან შეხვედრა შეიძლება მოეწყოს როგორც ინდივიდუალურად, ისე საკრებულოს წევრთა (საკრებულოს კომისიის წევრთა, საკრებულოს ფრაქციის წევრთა ან საკრებულოს თანამდებობის პირთა) ჯგუფის მიე