1. საკრებულოს წევრი ვალდებულია მოაწყოს მოქალაქეთა მიღების დღე, თვეში ერთხელ მაინც, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირი ვალდებულია მოაწყოს მოქალაქეთა მიღების დღე, თვეში ორჯერ მაინც.
2. პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს რიგით წევრს გამოეყოფა ადგილი საკრებულოს შესაბამისი ფრაქციის ოთახში ან საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს რიგით წევრს – შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში ან დასახლების რომელიმე უბნის საჯარო შენობაში, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირს შეუძლია მოქალაქეები მიიღოს თავის სამუშაო კაბინეტში ან საკრებულოს საჯარო სხდომათა დარბაზში.
3. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღინიშნება საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეთა მიღების ადგილი, დღე, საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო და თითოეული მოქალაქისთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი).
4. საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი (დღე, ადგილი და საათები) დადგენილი წესით ქვეყნდება მიღების დღემდე 3 დღით ადრე მაინც.
5. ამომრჩეველთა მიღება შეიძლება მოეწყოს როგორც ინდივიდუალურად, ისე საკრებულოს წევრთა (საკრებულოს კომისიის წევრთა, საკრებულოს ფრაქციის წევრთა ან საკრებულოს თანამდებობის პირთა) ჯგუფის მიერ.
6. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მოქალაქეთა მიღების ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები.
7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში ინფორმაციის მიწოდებას (მოქალაქისათვის) მათ მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახე