1. მუნიციპალიტეტის მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
2. მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიში და ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
3. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია ასევე, წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს წარუდგენოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საკრებულოს წარუდგინოს რიგგარეშე ანგარიში.
4. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საკრებულოში წარდგენილი, წლიური ან/და რიგგარეშე ანგარიშები განიხილება და ფასდება საკრებულოს მიერ, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
5. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებ