1. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე სისტემატურ მონიტორინგს ანხორციელებს საკრებულოს ბიურო და საკრებულოს კომისიები, შესაბამისი სფეროების მიხედვით.
2. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია.
3. საკრებულოს კომისია ვალდებულია, მერიის შესაბამის სამსახურებს და პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
4. საკრებულოს კომისია ამ საკითხებს განიხილავს თავის სხდომაზე და საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროში შეაქვს საკითხი, საკრებულოს კონკრეტული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენასთან დაკავშირებით.
5. საკრებულოს კომისიისა და მერიის შესაბამისი სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მიმდინარეობისა და ეფექტურობის შესახებ, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად სამართლებრივ აქტში საჭირო შესწორებების შეტანის, გაუქმების ან/და ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
6. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, საკრებულოს ბიურო ან/და საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია დააყენოს სამართლებრივი აქტის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი ან/და მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერს სათანადო ზომების გატარების მოთხოვნი