1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, წერილობითი და ზეპირი შეკითხვით ან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვით, მიმართოს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ნებისმიერ ორგანოს ან თანამდებობის პირს, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.

2. წერილობითი და ზეპირი შეკითხვის ან ინფორმაციის გამოთხოვის წესით, შესაბამისი პირისგან მოითხოვება ინფორმაცია მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.

3. ზეპირი შეკითხვის დასმა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს. შესაბამისად, პასუხიც გაიცემა საკრებულოს იმავე სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში, თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით, მოპასუხე პირს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება.

4. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე მოპასუხისგან მიიღოს პასუხი, შეაფასოს იგი და დააყენოს წინადადება მოცემული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

5. საკრებულოს წევრის შეკითხვაზე ან ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნაზე პასუხი უნდა გაეცეს ერთი კვირის ვადაში. ეს ვადა, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით. საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, ზეპირი შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე შეიძლება სამი დღის ვადაში მოპასუხის მიერ გაეცეს წერილობითი პასუხი, საკითხის შემდგომი განხილვის გარეშე.

6. წერილობითი შეკითხვა ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა, რომელსაც შეიძლება ახლდეს შესაბამისი დასაბუთება, იწერება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე და ბარდება საკრებულოს აპარატს. საკრებულოს თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ, საკრებულოს აპარატის მიერ, წერილი გადაეგზავნება შესაბამის ადრესატს და ადრესატისგან მიღებული წერილობითი პასუხი ან მოთხოვნილი ინფორმაცია გადაეცემა შეკითხვის დამსმელს ან ინფორმაციის მომთხოვნ