1. საკრებულო, მერისა და მერიის თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობაზე, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობაზე  კონტროლს ახორციელებს  საქართველოს  კანონმდებლობითა  და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია:

ა) შეკითხვის დასმა და ინფორმაციის გამოთხოვა;

ბ) ინტერპელაცია;

გ) ანგარიშის მოსმენა;

დ) დამოუკიდებელი აუდიტ