1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებასა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგები (დასკვნა) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ წარედგინება საკრებულოს ბიუროს. მნიშვნელოვანი ხარვეზის (ხარვეზების) გამოვლენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიურო ღებულობს გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისიის (კომისიების) მიერ საკითხის (საკითხების) შესწავლის, წინასწარი მომზადებისა და საკრებულოს სხდომაზე გასატანად, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
3. მერიის მიერ განხორციელებული საფინასო-ეკონომიკური საქმიანობის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება.
4. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი.
5. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე (გასაწევი აუდიტორული მომსახურების ზუსტი შინაარსი), რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
6. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მიიღება განკარგულების სახით, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
7. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური (მერიის სატენდერო კომისია) ვალდებულია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა.
8. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება, საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
9. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეული იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ.
10. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ვალდებულია სისტემატურად აკონტროლოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის კანონიერება, მიზნობრიობა, რაციონალურობა, ეკონომიურობა, ეფექტიანობა და საკრებულოში წარმოადგინოს შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.
11. ბიუჯეტის შესრულების პერიოდული: ყოველთვიური ანგარიშის ცნობად მიღება, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა, განხილვა და დამტკიცება საკრებულოს აძლევს საშუალებას:
ა) სისტემატური კონტროლი გაუწიოს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას;
ბ) გაანალიზოს და შეაფასოს, თუ რამდენად კანონიერად, მიზნობრივად, რაციონალურად, ეკონომიურად და ეფექტიანად იქნა ხარჯები გაწეული;
გ) დაადგინოს მიღწეული იქნა თუ არა პრიორიტეტების დოკუმენტით განსაზღვრული მიზნები;
დ) დააფიქსიროს აღმასრულებელი ორგანოსა და მერიის მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემები (ხარვეზები);
ე) შეიმუშაოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის რეკომენდაციები და წინადადებები, თუ რისი გათვალისწინებაა საჭირო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას.
12. საკრებულო უფლებამოსილია, დამოუკიდებელი აუდიტორის, შიდა აუდიტის ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურების მეშვეობით, სისტემატურად გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა და მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში:
ა) დასვას მერიის ცალკეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
ბ) მიმართოს მერს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნი