1. საკრებულოს სხდომაზე მიღებული ნორმატიული აქტი – დადგენილება მიღებიდან (ხელმოწერიდან) არაუგვიანეს მეორე დღისა გამოსაქვეყნებლად ელექტრონული ფორმით გადაეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
2. ნორმატიული აქტი – დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე აქტით ან/და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
3. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.matsne.gov.ge, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khelvachauri.ge.
4. საკრებულოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, მათი პროექტების და სხვა საჯარო ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.khelvachauri.ge ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ასევე საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით –
რეგიონალურ გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა და გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში ან/და მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, გამოაქვეყნონ, საჯაროდ გამოაცხადონ ან/და პროაქტიულად გამოაქვეყნონ:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
ბ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
დ) პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
ე) რეგლამენტის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინიციატივა, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაშ