1. მერის მიერ ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სახელით დადოს ან გააუქმოს ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი შეთანხმები თუ გარიგები, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.

3. ინიციატორი, მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ, აგრეთვე ისეთი შეთანხმების თუ გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, შეიძლება იყოს მხოლოდ მერი.

4. მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღება, სხვა პირის სასარგებლოდ თავდებობა ან რაიმე სხვა გარანტიის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობითა და საქართველოს მთავრობის ნებართვით (განკარგულებით).

5. საკრებულოს მიერ მერისთვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადებაზე ან გაუქმებაზე.

6. საკრებულო განიხილავს ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) პროექტს და თავისი გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საკრებულო, ასევე უფლებამოსილია ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადებაზე მერს მისცეს წინასწარი თანხმობა გარკვეული პირობების დაწესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მერი ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადებაზე.

7. მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულების (შეთანხმების თუ გარიგების) დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე საკრებულოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
თავი X

საკრებულოს

სამართლებრივი

აქტების

გამოქვეყნება

და

ძალაში

შესვ