1. მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე. საანგარიშგებო პერიოდი განისაზღვრება ერთი კალენდარული წლით. წლიური ანგარიშები საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო რიგგარეშე ანგარიშები საკრებულოს წარედგინება საკრებულოს ბიუროს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში.
2. საკრებულოს კომისიები თავიანთი უფლებამოსილების სფეროების მიხედვით, სისტემატურად უწევენ მონიტორინგს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობას. შეიმუშავებენ სათანადო დასკვნებს (შენიშვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს) და საჭიროების შემთხვევაში წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომას განსახილველად.
3. მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების უფროსები, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ვალდებული არიან კომისიის მოთხოვნის საფუძველზე წარადგინონ საჭირო ინფორმაციები, დაესწრონ კომისიის სხდომას და უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.
4. საკრებულოს ბიურო, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, პერიოდულად ისმენს და აფასებს მერიის თანამდებობის პირების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშებს და უფლებამოსილია დასვას მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
5. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების წლიური ანგარიშების დამტკიცების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ის