1. მერის, როგორც აღმასრულებელი ორგანოს, ანგარიში უნდა მოიცავდეს, არა მხოლოდ მის მიერ პერსონალურად გაწეული მუშაობის ანგარიშს, არამედ მთლიანად აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების – მერიის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშსაც.

2. მუნიციპალიტეტის მერის, როგორც მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის და მერიის ხელმძღვანელის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მზადდება:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერიის თანამდებობის პირების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ადმინისტაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ, შესაბამისი დებულებებითა და წესდებებით განსაზღვრული ფუნქციების, მერისა და საკრებულოს დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშების საფუძველზე;

ბ) დამტკიცებული პრიორიტეტების დოკუმენტის შესაბამისად,  დაგეგმილი საბიუჯეტო პრიორიტე-ტული ღონისძიებებისა და მუნიციპალური პროგრამების ფაქტიური შესრულების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.

გ) მერის წინა საარჩევნო პროგრამის შესრულების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.

3. მერის მიერ, გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

I. ზოგადი ნაწილი

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება.

2. საანგარიშგებო წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული მოუგვარებელი ძირითადი სოციალური, ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პრობლემების ზოგადი მიმოხილვა.

3. მერის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები.

II. მერის პერსონალური ანგარიში

1. ინფორმაცია დაგეგმილი საბიუჯეტო პრიორიტეტული ღონისძიებებისა და მუნიციპალურის პროგრამების ფაქტობრივი შესრულების, არასათანადოდ შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.

2. ინფორმაცია, მერის წინასაარჩევნო დაპირებების ფაქტობრივი შესრულების, არასათანადოდ შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ;

3. ინფორმაცია, კანონით და მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული, მერის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ:

ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში;

ბ) საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში;

დ) ქონების მართვასა და განკარგვის სფეროში; ე) აღმასრულებელი საქმიანობის სფეროში;

ვ) ამომრჩევლებთან ურთიერთობის სფეროში.

III. მერის მიერ მერიის მუშაობის ანალიზი და შეფასება:

1. საანგარიშგებო პერიოდში დაგეგმილი პრიორიტეტების არასათანადოდ შესრულების ან შეუსრულებლობის მიზეზები;

2. მერიის მუშაობაში სახელმწიფო  აუდიტის, შიდა აუდიტის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის მიერ, გამოვლენილი ხარვეზები და მათი გამომწვევი მიზეზები.

3. მერის მოადგილეების მიერ თავიანთი ფუნქციებისა და მერის დავალებების შესრულების ანგარიშების შეფასება;

4. მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ მერიის დებულებით დადგენილი თავიანთი ფუნქციებისა და მერის დავალებების შესრულების ანგარიშების შეფასება;

5.მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების მიერ წესდებით დადგენილი თავიანთი ფუნქციებისა და მერის დავალებების შესრულების ანგარიშების შეფასება;

6. ადმინისტაციულ  ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ მერიის დებულებით დადგენილი  თავიანთი ფუნქციებისა და მერის დავალებების შესრულების ანგარიშების შეფასება.

IV. დასკვნითი ნაწილი

1. მერიის მუშაობაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში გასატარებელი კონკრეტული აქტივობები;

2. მერის წინასაარჩევნო დაპირებების თანმიმდევრულად შესასრულებლად მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში გასათვალისწინებელი ძირითადი პრიორიტეტები და მიზნობრივი მუნიციპალური პროგრამები.

3. მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიში საკრებულოში შეიტანება საანგარიშგებო წლის არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.

4. მერის წლიური ანგარიში საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში ტარდება დაუყოვნებლივ და პროაქტიულად ქვეყნდება (საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით) მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

5. მერის წლიურ ანგარიშთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებულია საკრებულოს კომისიებში მისი განხილვის ვადები, კომისიების სხდომების გრაფიკი, საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს დაინტერესებულ პირთა მოსაზრებები წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით და ამ მოსაზრებების წარდგენის ვადა.

6. მერის წლიური ანგარიშის გამოქვეყნებიდან 10 დღის პერიოდში, საკრებულოს მიერ ეწყობა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მისი წინასწარი განხილვა, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ წლიური ანგარიშის გაცნობის, შეკითხვების დასმისა და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება.

7. საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 დღისა, საკრებულოს კომისიების შესაბამის სხდომებზე წინასწარ განიხილება მერის წლიური ანგარიში და აუდიტორული შემოწმების შედეგები, დაინტერესებულ პირთა მოსაზრებები (შენიშვნები, რეკომედაციები, წინადადებები) და საკრებულოს აპარატს წარედგინება კომისიების შესაბამისი დასკვნები.

8. მერის წლიური ანგარიშის განხილვის მიზნით საკრებულოს სხდომა მოიწვევა საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

9. მერის წლიური ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს და ძირითად მომხსენებლად გამოდის მერი, ხოლო ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა- განმარტებისთვის, მეორე მომხსენებლად შეიძლება გამოვიდეს მერის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი.

10. საკრებულო თანამოხსენების ფორმით ისმენს შიდა აუდიტის სამსახურის ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).

11. მომხსენებელთა და თანამომხსენებელთა მოსმენის შემდეგ იწყება მერის წლიური ანგარიშის განხილვა (დებატები) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

12. დებატების დასრულების შემდეგ, საკრებულოს სხდომაში მონაწილე პირებს, მოქალაქეებს/ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება: მერს დაუსვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები, რეკომენდაციები, წინადადებები და შეაფასონ მისი ანგარიში.

13. მერის, როგორც პირდაპირი წესით არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირის, მუშაობის წლიური ანგარიშის შეფასებისას საკრებულო ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით:

ა) მერის მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება;

ბ) ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სასიკეთო გარემო პირობების შექმნა ან გაუმჯობესება (მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა, შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების უზრუნველყოფა, სასოფლო გზების მოწესრიგება, შშმ პირებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, სასწავლო-აღმზრდელობითი, სოციალური, კულტურული და სპორტული ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ახალი ობიექტების მშენებლობა, ისტორიული მატერიალურ-კულტურული ძეგლების მოვლა-შენახვა და რესტავრაცია, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალური  მომსახურების გამრავალფეროვნება და სხვა);

გ) ადგილობრივი მოსახლეობის პერსონალური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა (ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ადგილობრივი თვითმყოფადობის დაცვა, მასობრივი კულტურისა და სპორტის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის დაცვა, დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობის ამაღლების ხელშეწყობა და სხვა).

დ) მერის მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების, განხილვის, მიღებისა და შესრულების პროცესში, შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვა, კერძოდ:

დ.ა) კანონიერების პრინციპი;

დ.ბ) საჯაროობის პრინციპი;

დ.გ) მიუკერძოებლობის პრინციპი;

დ.დ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის პრინციპი;

დ.ე) საკრებულოს წევრების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ჩართულობის პრინციპი;

დ.ვ) ადგილობრივი მოსახლეობის (ამომრჩევლების) ჩართულობის პრინციპი;

დ.ზ) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპი;

დ.თ) ადგილობრივი მოსახლეობის (ამომრჩევლების) წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპი.

14. საკრებულოს სხდომა, მერის წლიური ანგარიშის განხილვისა და შეფასების შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ით, იღებს შესაბამის განკარგულებას.
თავი XII

მოქალაქეთა

მონაწილეობა

ადგილობრივი

თვითმმართველობის

განხორციელება